უმრავლესობა შიშის გამო გაგვექცა დარბაზიდან - ხატია დეკანოიძე

08.06.21 18:04
უმრავლესობა შიშის გამო გაგვექცა დარბაზიდან - ხატია დეკანოიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე, ამბობს, რომ უმრავლესობას ნიკა მელიას და ,,ენმ"-ს წევრების სიტყვით გამოსვლის შეეშინდა და პლენარულ სესიაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა ამიტომაც გადადო.

პლენარულ სხდომაზე 10-ზე მეტი საკითხი იყო განსახილველი, მაგრამ ,,ნაცმოძრაობის" დარბაზში შესვლისთანავე უმრავლესობამ სხდომა დაასრულა და დარბაზიდან გაიქცა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ფაქტს, რომ ,,ოცნება" ჩამოშლილი ხელისუფლებაა, რეალურად შიშის გამო გაექცა ყველაზე დიდ ოპოზიციურ ძალას, რომელსაც ნამდვილად აინტესებდა, დისკუსიებში მონაწილეობა მიეღო.

 ეს კიდევ ადასტურებს ერთ რამეს, ამ გაკოტერებულ პოლიტიკურ ძალას აღარ აქვს საყრდენი, მათ ,,ენმ"-ს წინააღმდეგ მხოლოდ ერთი რამ შეუძლიათ, 10 წუთში დაასრულონ სხდომა და გაიქცნენ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პარლამენტში დღეს "ნაცმოძრაობა" მივიდა, თუმცა "ოცნებამ" სხდომა ისე დაასრულა, რომ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას ტრიბუნა არ დაუთმო. 

მსგავსი სიახლეები