წერილში არის ერთი სიმართლე და მეორე ტყუილი - გახარია ივანიშვილს პასუხობს

08.06.21 21:15
წერილში არის ერთი სიმართლე და მეორე ტყუილი - გახარია ივანიშვილს პასუხობს

"წერილში არის ერთი სიმართლე და მეორე ტყუილი", -  ივანიშვილის წერილის შესახებ  გახარიამ ტვ პირველზე, ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში",  ისაუბრა. გახარიას თქმით, სიმართლეა, რომ გახარია ივანიშვილის პროექტი არ არის.

ამ განცხადებაში არის 2 საკითხი: გახარია ჩემი პროექტი არ არის და გახარია არის მოღალატე. ფსიქოლოგიურად  სწორად დალაგებული განცხადებაა, სადაც არის ერთი სიმართლე, რომ გიორგი გახარია არ არის ივანიშვილის პროექტი და ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილის პროექტი. მეორე არის ტყუილი, რომ ვითომ ჩვენი წარმომადგენლები ავრცელებენ ხმებს, რომ ჩვენ ვართ "ოცნება 2" ჩვეულებრივი ტყუილია და ამასთან ერთად მორალურად ჩაფენილია, რომ გახარიამ უღალატა სახელმწიფოს და გუნდს. ეს განცხადება შექმნილია იმისთვის, რომ პოლიტიკურ ველზე ჰქონდეს პირდაპირი ზეგავლენა, მაგრამ სიმართლის ნაწილში ვადასტურებ, რომ არ ვართ "ოცნება 2". პარტიის თავმჯდომარე გამოვიდა, რაღაც ბოდვები ილაპარაკა და ეს იყო ჩაფენილი იმისთვის, რომ ივანიშვილის ავტორიტეტს უფრო "გაპრავებულად" დაერქვა ღალატი, რაც არ უნდა დამიძახონ, მოღალატე, თვალთხარიაც დაუძახიათ ჩემთვის, მე ამასაც მოვითმენ, ეს ჩემი ტვირთია", - ამბობს გიორგი გახარია.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა გახარიას შესახებ წერილი გამოაქვეყნა და ექსპრემიერი სახელმწიფო ღალატში ღიად დაადანაშაულა. ივანიშვილი  წერილში ირწმუნება, რომ გახარია მისი პოლიტიკური პროექტი არ არის. 

მსგავსი სიახლეები