ამ ადამიანების რესურსი სრულად ამოწურულია - გახარია ყოფილ თანაგუნდელებზე
დღეს ,,ქართული ოცნების" რესურსი ამოწურულია, როგორც ინტელექტუალური, ასევე მორალური - სკანდალური განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია ,,საქართველოსთვის" ლიდერმა, ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" გააკეთა.
დღევანდელი მმართველი ძალის, პარტიის, ხელმძღვანელობას ჩვენთან დაპირისპირების არანაირი რესურსი არა აქვს, არც ინტელექტუალური, არც მორალური. სამწუხაროდ, ეს არის ხალხი, რომელმაც თავი ამოწურა. არ ვსაუბრობ ყველაზე, ბევრი ღირსეული ადამიანია იქ, ხელმძღვანელობაშიც, არიან ადამიანები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში იბრძვიან ქვეყნის და სახელმწიფოსთვის, მაგრამ ისე დალაგდა სიტუაცია, რომ დღეს ვინც ამინდს ქმნის, ამ ადამიანების რესურსი სრულად ამოწურულია", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.