აღიარება პირდაპირ ეთერში: გახარიამ გადადგომის წინ ივანიშვილს დაურეკა, ოლიგარქმა მოქმედ პრემიერს არ უპასუხა
ზარი ბიძინა ივანიშვილთან გადადგომის წინ - ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია, ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" ადასტურებს ინფორმაციას, რომ მან გადადგომამდე ივანიშვილთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება სცადა, თუმცა ეს კომუნიკაცია არ შედგა.
"რეაქციის" წამყვანის, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას, ინფორმაციით, გახარიამ "ქართული ოცნების" დამფუძნებელს დაურეკა, თუმცა ოლიგარქმა მის ზარს არ უპასუხა, თუმცა უპასუხა შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის, ზარს.
მქონდა მცდელობა დაკავშირების. სწორედ მაშინ, როდესაც დავრწმუნდი, რომ ადამიანები, რომლებსაც ამის არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდათ და ვერასდროს ამას ვერ გაბედავდნენ, ერეოდნენ ჩემს კომპეტენციაში, მქონდა მცდელობა დაკავშირების, იმისთვის, რომ გამერკვია, რა ხდებოდა. ეს კავშირი ვერ შედგა და ამის შემდგომ მე დავუძახე ჟურნალისტებს და გავაკეთე ის განცხადება, რომელიც გავაკეთე",- აცხადებს გახარია.