20 ივნისს ზოგი ვაჟბატონი იმალებოდა - გახარია "ოცნების" წევრებზე
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, "რეაქციაში" 20 ივნისის სისხლიან ღამეს დეტალურად იხსენებს და ამბობს, რომ "ოცნების" გუნდიდან "ზოგი ვაჟბატონი იმალებოდა".
ვიღაც გამოდის და მდებს ბრალს იმაში, რომ თურმე ნაციონალებთან რაღაც კავშირი მაქვს. ადამიანს, რომელმაც 20 ივნისის ბრძოლა გადავიტანე და არც ერთი ეს ვაჟბატონი ვერც ვიპოვეთ პარლამენტში, სად იყვნენ დამალულები, ვერც ვიპოვეთ. ცარიელი იყო პარლამენტი, ვეძებდით, სად გვეპოვა ვიღაცები, რომ შევსულიყავით პარლამენტში. ვიღაცები ზარსაც არ პასუხობდნენ"- თქვა გახარიამ.