"არ ვიცი" - გახარია ივანიშვილის "უხილავ ხელზე" საუბარს გაურბის

08.06.21 22:02
"არ ვიცი" - გახარია ივანიშვილის "უხილავ ხელზე" საუბარს გაურბის

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის კვალზე არ საუბრობს. ინგა გრიგოლიას კითხვაზე, იყო თუ არა მისი გადადგომის შემდეგ ღარიბაშვილის გაპრემიერება ივანიშვილის გადაწყვეტილება გახარია, ამბობს რომ არ იცის.

მე ვიცი რომ ვიღაცა კობახიძე ჩემს მინისტრებზე გავლენას ვერ მოახდენდა, მაშინ როცა მე ვცადე კონტაქტი დამემყარებინა და პასუხი ვერ მივიღე, ეს ჩემთვის პასუხი იყო და გადავდგი ის ნაბიჯი რაც გადავდგი, ვინ დანიშნა ღარიბაშვილი წარმოდგენა არ მაქვს.

მე ვთვლიდი, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იქნებოდა ბევრად უფრო კარგი თავდაცვის მინისტრი იქნებოდა ვიდრე შს მინისტრი და ვთვლი, რომ მართალი გამოვდექი. ირაკლი უფრო ენერგიული, დინამიური, ეროვნული ადამიანია და ვთვლი რომ ის ჯარს ჭირდებოდა", -  ამბობს გახარია.

გახარიამ ამავე ინტერვიუში განაცხადა, რომ ივანიშვილი მისი მინისტრობის პერიოდში არასოდეს ჩარეულა.