ამნისტია არ უნდა შემეხოს არც მე და არც შტურმის ორგანიზატორებს - გახარია
გიორგი გახარია ამბობს, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგება პოლიტიკური თანამდებობის პირების ამნისტირებას. ამის შესახებ გადამდგარმა პრემიერმა ტვ პირველზე, ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" ისაუბრა. გახარიას თქმით, ამნისტია არც თავად მას უნდა შეეხოს, როგორც 20 ივნისის საქმეზე პასუხისმგებელ პირს.
მე, გიორგი გახარია ,ამ ქვეყნის ყოფილი შს მინისტრი, კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ ამ ამნისტიაში მოხვდნენ პოლიტიკური თანამდებობის პირები, იმიტომ რომ არ შეიძლება, ეს ამნისტია შეეხოს არც მე და არც იმ ხალხს, ვინც შტურმის ორგანიზატორები იყვნენ. ეს უნდა შეეხოს რიგით პოლიციელსაც და რიგით იმ ადამიანს, ვინც იყო დასჯილი, მაგრამ ამ თემით სპეკულირება უნდა დასრულდეს, ეს ამნისტია არ მჭირდება არაფრად, მე მორალურად ამ ტვირთს ვატარებ", - ამბობს გახარია.