დავტესტე და შიში გამიმართლდა, ვაქცინირებულებს იჭერს ბლუთუზი - დეკანოზის ანტივაქსერული განცხადება

09.06.21 08:31
დავტესტე და შიში გამიმართლდა, ვაქცინირებულებს იჭერს ბლუთუზი - დეკანოზის ანტივაქსერული განცხადება

მეტეხის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი ანტონ კიკნაველიძე,  ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში ანტივაქსერულ კამპანიას ატარებს. 

სასულიერო პირი ირწმუნება, რომ " ვაქცინირებულებს იჭერს ბლუთუზი". 

ისინი, ვინც აცრების რიგში დგახართ და ხსნას ვაქცინაციაში ხედავთ, გთხოვთ, ასჯერ დაფიქრდით და სიფრთხილით მოეკიდეთ მსგავს გადაწყვეტილებას. მოუფრთხილდით საკუთარ ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობას. როცა გავიგე ერთი ფრიად საგულისხმო ამბავი, დავტესტე და შიში გამიმართლდა - ვაქცინირებულებს იჭერს ბლუთუზი. ნეტავ რატომ (წინასწარმეტყველება ხომ არ გაგახსენდათ)" - წერს დეკანოზი.

პოსტის ამსახველ ფოტოსქრინებს Facebook-ზე რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია ავრცელებს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები