საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტი გამოავლინა

09.06.21 10:36
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი  დოკუმენტის დამზადების ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შიდა ქართლის რეგიონში ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე ერთი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ სამშენებლო ფირმის დირექტორმა, სახელმწიფო შესყიდვებში გამარჯვების მოპოვების მიზნით, 2018-2019 წლებში დაამზადა და სხვადასხვა შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინა 2 529 645 ლარის ღირებულების ყალბი ხელშეკრულებები, რის შედეგადაც, საწარმოს გაუფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები.

გამოძიებით დადგინდა, რომ შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის წარდგენილი ყალბი ოფიციალური დოკუმენტებით გათვალისწინებული ოპერაციები ფაქტობრივად არ განხორციელებულა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

მსგავსი სიახლეები