სკანდალი: ადიგენის პოლიციას 28 წლის ბიჭის სასტიკ ცემასა და წამებაში ადანაშაულებენ

09.06.21 11:04
სკანდალი: ადიგენის პოლიციას 28 წლის ბიჭის სასტიკ ცემასა და წამებაში ადანაშაულებენ

ადიგენის პოლიციას ცემაში, წამებასა და ასაფეთქებელი მოწყობილების ჩადების მცდელობაში ადანაშაულებენ - ძალადობაში კრიმინალურ პოლიციას 28 წლის გოჩა აზირაშვილი ადანაშაულებს. ის პოლიციამ სოფელ უდეში ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის რამდენიმე საათის წინ დააკავა.

ოჯახის მტკიცებით, მამაკაცი პოლიციამ ჯერ ცემა, შემდეგ კი 4 საათის განმავლობაში გატაცებული ჰყავდათ. აზირაშვილები ამტკიცებენ, რომ დაკავებულზე 2 პოლიციელი რამდენიმე საათის განმავლობაში ძალადობდა. სავარაუდო მოძალადეებს შორის, ოჯახის თქმით, ადიგენის პოლიციის უფროსი, თამაზ ფაილოძეც, იყო.

10 პოლიციელი იყო. ჩემი შვილი გაფატრულია, 4 საათი გატაცებული ნანგრევებში შეუყვანიათ და ყველა ურტყამდა. პოლიციის უფროსი, "ლიმონკა", 6 წელი უნდა მოგისაჯოო"- აცხადებს მამაკაცის მამა. 

მისი თქმით, თუ მის ოჯახს არ შეეშვებიან, ის პირდაპირ ეთერში დაიწვავს თავს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ  28 წლის კაცი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს .