გახარია და მისი პარტია არის იასამნისფრად გადაღებილი "ოცნება" - სამუშია

09.06.21 11:25
გახარია და მისი პარტია არის იასამნისფრად გადაღებილი "ოცნება" - სამუშია

"ლელოს" წევრი, ლევან სამუშია, მიიჩნევს, რომ გიორგი გახარია და პარტია "საქართველოსთვის" ივანიშვილის პოლიტიკურ ველზე მოთამაშეები არიან. სამუშიას შეფასებით, გახარიას გუშინდელი სატელევიზიო ინტერვიუ მისი სავარაუდო დანაშაულების გამართლების მცდელობა იყო. 

გახარიას ჰქონდა გუშინ თავისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის გამართლების მცდელობა, იმ ქმედებების, რა შესაძლო დანაშაულებიც მას აქვს ჩადენილი. ყველამ კარგად ვიცით, რომ ივანიშვილი მართავს პროცესებს. გიორგი გახარია არის და მისი პარტია არის იასამნისფრად გადაღებილი "ქართული ოცნება", რომლის "მალიარი" არის ბიძინა ივანიშვილი", - ამბობს ლევან სამუშია.