არ ვიცი, ჩაეძინათ, თუ 12-ის ნაცვლად, 3 საათზე რატომ მოვიდნენ - მაჭარაშვილი ,,ენმ"-ზე

09.06.21 11:37
არ ვიცი,  ჩაეძინათ, თუ 12-ის ნაცვლად, 3 საათზე რატომ მოვიდნენ - მაჭარაშვილი ,,ენმ"-ზე

„ქართული ოცნების“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტის რეგლამენტის არ ცოდნაში ადანაშაულებს. მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოში დებატები სამშაბათს 12 საათზე იწყება, ოპოზიციის წარნმომადგენლები კი ადგილზე 3 საათზე გამოცხადნენ. მაჭარაშვილი ამბობს, რომ ,,ენმ"-ს ჩაეძინა და სხდომაზეც ამიტომ დააგვიანა. 

„ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწევს რეგლამენტის სწავლა კარგად, იმიტომ, რომ სამშაბათობით იმართება 12 საათზე დებატები საქართველოს პარლამენტში და როგორც მათ განაცხადეს, თუ უნდოდა მელიას, ან სხვა ნებისმიერ წევრს დებატები, მინიმუმ საათნახევარი, თუ არ ვცდები, მიმდინარეობდა დებატები საქართველოს პარლამენტში. არ ვიცი, მათ ჩაეძინათ, თუ 12-ის ნაცვლად, 3 საათზე რატომ მოვიდნენ, არ ვიცი. ესეც მათ უპასუხისმგებლობაზე მეტყველებს, - ამბობს გურამ მაჭარაშვილი. 
 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო საქმიანობაში გუშინ უნდა ჩართულიყო, თუმცა როდესაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში მივიდნენ, პარლამენტის თავმდჯომარემ სხდომა მოულოდნელად დაასრულა.  

მსგავსი სიახლეები