,,ენმ" პლენარულ სხდომას დაესწრება - პარლამენტში დღეს ორ კანონპროექტს განიხილავენ

09.06.21 11:44
,,ენმ"  პლენარულ სხდომას დაესწრება - პარლამენტში დღეს ორ კანონპროექტს განიხილავენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში იმყოფება.  ისინი პლენარულ სხდომას დაესწრებიან, სადაც პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებენ. 

პარლამენტში დღეს ორ კანონპროექტს განიხილავენ : ამნისტიის შესახებ და პოლიტიკური პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტის კანონპროექტს. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო საქმიანობაში გუშინ უნდა ჩართულიყო, თუმცა როდესაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში მივიდნენ, პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომა მოულოდნელად დაასრულა.  

მსგავსი სიახლეები