მნიშვნელოვანი იქნება რეალური ჩართულობა შეთანხმების შესასრულებლად - ჰარცელი სასამართლო რეფორმაზე

09.06.21 11:41
მნიშვნელოვანი იქნება რეალური ჩართულობა შეთანხმების შესასრულებლად  - ჰარცელი სასამართლო რეფორმაზე

ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, იმედს გამოთქვამს, რომ 19 აპრილის შეთანხმება სრულად შესრულდება და ხელმომწერები რეალურად იქნებიან ჩართული სასამართლო  რეფორმის გასატარებლად. 

პოზიტიურად ვარ განწყობილი, რადგან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა. რაც შეეხება სასამართლო სისტემას, სამუშაო პროცესები ახლა დაიწყო. მნიშვნელოვანი იქნება, ვიხილოთ რეალური ჩართულობა, რომ ახალ ეტაპზე გადავიდეთ და 19 აპრილის შეთანხმება სრულად შესრულდეს", - ამბობს კარლ ჰარცელი.