მერის გაფრთხილება - სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტობუსის ზოლში გაჩერებული ავტომანქანა დაჯარიმდება
დედაქალაქის მერის გაფრთხილება - კახა კალაძე ამბობს, რომ სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე თუ ავტობუსის ზოლში გაჩერდება ავტომანქანა, ის დაჯარიმდება.
ერთადერთი გადაწყვეტა არის ვიდეოსათვალთვალო კამერის დაყენება. იმ შემთხვევაში, თუ ავტობუსის ზოლში გაჩერდება ავტომანქანა, თუნდაც „დრაივზე“ რიგის დაკავების მიზნით, ის დაჯარიმდება. აქედან გამომდინარე, მინდა, მოვუწოდო მძღოლებს, რომ ამ ადგილას არ დააკავონ ავტობუსის ზოლი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაეკისრებათ ადმინისტრაციული სახდელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მძღოლების ინფორმირებულობის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე ინსპექტორი იმუშავებს.