სამარცხვინო პროცედურული ომების გზა აირჩიეთ - თინა ბოკუჩავა ,,ოცნებას"

09.06.21 12:43
სამარცხვინო პროცედურული ომების გზა აირჩიეთ - თინა ბოკუჩავა ,,ოცნებას"

,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა, მმართველ პარტიას პროცედურული ომების ორგანიზებაში ადანაშაულებს და იმედს გამოთქვამს, რომ "ქართული ოცნება" 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების ჩარჩოში იმოქმედებს.

ძალიან სამწუხაროა, რომ ამგვარი გზა აირჩიეთ. ნაცვლად კონსტრუქციული თანამშრომლობისა ოპოზიციასთან, რასაც გავალდებულებთ 19 აპრილის შეთანხმება, აირჩიეთ ჩემთვის ძალიან სამარცხვინო პროცედურული ომების გზა ოპოზიციასთან. იმედია, ეს იქნება ბოლო ნაბიჯი და დარჩებით 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების ამ პარლამენტში - განაცხადა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამნისტიისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კანონპროექტებს განიხილავენ.

მსგავსი სიახლეები