მთავარი დამნაშავე ის არის, დღეს თუ ვინმეს ამნისტია სჭირდება, ეს კობახიძეა - ხაბეიშვილი

09.06.21 12:55
მთავარი დამნაშავე ის არის, დღეს თუ ვინმეს ამნისტია სჭირდება, ეს კობახიძეა -  ხაბეიშვილი

,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი, ,,ქართულ ოცნების" თავმჯდომარეს დაუპირისპირდა. ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს განაცხადა, რომ ამნისტია არა ,ენმ" ლიდერს, ნიკა მელიას, არამედ ირაკლი კობახიძეს სჭირდება.

განცდა მაქვს, რომ 90 პროკურორი, ვინც გადაწყვიტეთ ნიკა მელიას დაკავება, ახლა ცდილობთ, ამ წრიდან გამოხვიდეთ და ცდილობთ, საზოგადოებას შეასაღოთ, რომ ნიკა მელია და ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები, ვინმე კანონს არღვევდა. არადა ამ სხდომათა დარბაზში ზის ადამიანი, რომელმაც გავრილოვის ჩამოყვანაზე ხელი მოაწერა, მთავარი დამნაშავე ეს არის და თუ ვინმეს დღეს ამნისტია სჭირდება, ეს კობახიძეს სჭირდება - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

პარლამენტში  პლენარული სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც  7 თვიანი ბოიკოტის შემდეგ ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრები ესწრებიან.