მელიას გამო ჩავწერეთ ამნისტია, უარს როგორ ამბობთ? - ელისაშვილი ,,ენმ"-ს

09.06.21 12:49
მელიას გამო ჩავწერეთ ამნისტია, უარს როგორ ამბობთ? - ელისაშვილი ,,ენმ"-ს

ნიკა მელიას გამო კეთდება ეს ამბავი და ამაზე როგორ იძახით უარს? -  ასე მიმართა ფრაქცია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, "ნაციონალურ მოძრაობას". ელისაშვილის თქმით, 19 აპრილის შეთანხმებაში ამნისტიის პუნქტი ნიკა მელიას გასათავისუფლებლად ჩაიწერა. 

ეს დალოცვილი, ნიკა მელიას გამო შევთანხმდით, მელია რომ იყო ციხეში და ის რომ სასჯელისგან გათავისუფლებულიყო, არა მხოლოდ ციხიდან რომ გამოსულიყო, სასჯელისგანაც რომ გათავისუფლებულიყო და პოლიტიკური ჩიხიდან გამოვსულიყავით, ამიტომ ჩავწერეთ ის ამნისტია. ეხლა რომ იძახით, არც ხელს ვაწერთო და საერთოდ რატომ იხილავთ ამასო, უხერხული არ არის?! გადავდოთ ეს პოლიტიკა და ჩვენი შეხედულებები, ნიკა მელიას გამო კეთდება ეს ამბავი და ამაზე როგორ იძახით უარს, ერთი გამაგებინეთ, ამ შეთანხმებამ გამოიყვანა მელია ციხიდან, თქვენ კი არ გამოგიყვანიათ. ასე რომ, უხერხულია", - ამბობს ელისაშვილი.