ვინ აღმოჩნდა კურდღელი, 18 თებერვალს დავინახეთ, გაექცა პასუხისმგებლობას - პაპუაშვილი გახარიაზე

09.06.21 13:17
ვინ აღმოჩნდა კურდღელი, 18 თებერვალს დავინახეთ, გაექცა პასუხისმგებლობას - პაპუაშვილი გახარიაზე

"ქართული ოცნების" დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი, გიორგი გახარიას გუშინდელი განცხადებების საპასუხოდ ამბობს, რომ მისი ბრალდებები არაფორმალურ გავლენებსა და ნეპოტიზმზე დაუსაბუთებელი იყო. პაპუაშვილის თქმით, გახარია კურდღელი თავად არის, რადგან ის პასუხისმგებლობას გაექცა. 

ვნახეთ, რომ ის საუბრობს არაფერზე, საერთო ჯამში არის წყალი მისი საუბარი. ეს არის გარსი შიგთავსის გარეშე, საუბრობს რაღაც გავლენებზე, მაგრამ ვერ საუბრობს ვერანაირ გავლენებზე, საუბრობს ნეპოტიზმზე, მაგრამ  ვერ საუბრობს ვერანაირ ნეპოტიზმზე, საუბრობს კორუფციაზე ოღონდ ვერ საუბრობს  ვერანაირ კორუფციაზე. ეს არის საუბარი შინაარსის გარეშე. ის, რაც თქვა 20 ივნისთან დაკავშირებით, თითქოს პარლამენტში არავინ არ იყო, ეს არის იმხელა ტყუილი და იმხელა უღირსი საქციელი, რომ ფარავს იმ უღირს საქციელს, რასაც ქვია პარაზიტობა "ოცნების" ხმებზე. ვინც აღმოჩნდა კურდღელი, 18 თებერვალს დავინახეთ, გაექცა პასუხისმგებლობას, გაექცა საკუთარ გუნდს", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.