თუ მელია თავს დამნაშავედ გრძნობს, გამოვიდეს და თქვას - ირაკლი ზარქუა

09.06.21 13:26
თუ მელია თავს დამნაშავედ გრძნობს, გამოვიდეს და თქვას - ირაკლი ზარქუა

პარლამენტში დღეს გამართულ დებატებში უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ, განაცხადა, რომ თუ ნიკა მელია საკუთარ დანაშაულს აღიარებს, ამნისტიის კანონპროექტიდან შესაბამის ჩანაწერს ამოიღებენ.

თუ მელია თავს დამნაშავედ გრძნობს, გამოვიდეს და თქვას, კი ბატონო შემეშალა და ჩავიდინე. პირადად მე ვიქნები მომხრე, რომ ამოვიღოთ ის ჩანაწერი. პირობას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ირაკლი ზარქუამ ,,ენმ" წევრს, ლევან ხაბეიშვილსაც მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ ხაბეიშვილი პარლამენტში შესვლით ბევრ რამეს ისწავლის.

ლევან, მოგესალმები პარლამენტში, მიხარია, რომ აქ ხარ და დარწმუნებული ვარ, აქ ბევრ რამეს ისწავლი, დებატებს, პოლემიკას... განაცხადა ირაკლი ზარქუამ. 

პარლამენტში  პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც ამნისტიისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კანონპროექტებს განიხილავენ.

მსგავსი სიახლეები