დაპირისპირება პარლამენტში - ანრი ოხანაშვილმა ,,ენმ" რუსეთთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა

09.06.21 14:07
დაპირისპირება პარლამენტში - ანრი ოხანაშვილმა ,,ენმ" რუსეთთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა

,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერმა დღეს ,,ნაციონალური მოძრაობა" რუსეთის ინეტერესების გატარებაში დაადანაშაულა. ანრი ოხანაშვილის აზრით, ,,ენმ" მიშელის დოკუმენტზე ხელს იმიტომ არ აწერს, რომ  დესტრუქციასა და საბოტაჟზე უარს ვერ ამბობს, რაც რუსეთის ინეტერესებს შეესაბამება.

ლოგიკურია, რომ ,,ენმ" შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, რადგან თქვენ არ გსურთ, უარი თქვათ დესტრუქციასა და საბოტაჟზე, რასაც მთელი ამდენი ხნის განმავლობაში აკეთებდით. ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა ამის საშუალება არ მოგცეს და გაიძულეს, შემოსულიყავით პარლამენტში. გაიძულეს იმიტომ, რომ ქვეყნის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა ემსახურება ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს, რასაც თქვენ უნებლიეთ, თუ განზრახვით აკეთებდით.  ამას მე ყველა თქვენგანზე ვერ ვიტყვი. არ მაქვს უფლება, მაგრამ ერთმანეთში მოიკითხეთ, ვინ იყო ამის ინიციატორი, რომ ეს გაგეკეთებინათ და ვინ ეწინააღმდეგებოდით - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც ამნისტიისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კანონპროექტს განიხილავენ. სხდომას 7 თვიანი ბოიკოტის შემდეგ ,,ნაციონალური მოძრაობა" ესწრება. 

მსგავსი სიახლეები