ზეწოლა ყოფილ და მოქმედ აღსაზრდელებზე - ომბუდსმენი რეპრესიებზე საუბრობს
ზეწოლა ნინოწმინდის პანსიონის მოქმედ და ყოფილ აღსაზრდელებზე - სახალხო დამცველი ამბობს, რომ ჩვენების მიცემის გამო ერთ-ერთ აღსაზრდელს უნივერსიტეტი დაატოვებინეს.
მისივე განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატი იღებს შეტყობინებებს პანსიონის მოქმედი, თუ ყოფილი აღსაზრდელებისგან, რომ მათზე მიმდინარეობს სერიოზული ზეწოლა, რომ არ მისცენ ჩვენებები სამართალდამცავ ორგანოებს.
"ტვ პირველის" ინფორმაციით, საუბარია საპატრიარქოს მიერ დაქვემდებარებულ ხიჭაურის უნივერსიტეტის ბენეფიციარზე, რომელმაც საგამოძიებო უწყებებას ნინოწმინდის პანსიონში არსებული ძალადობის ფაქტების შესახებ ჩვენება მისცა.
როგორც ირკვევა, პოლიციიდან დაბრუნებულ ახალგაზრდას უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ტერიტორია დაატოვებინეს.
დაგვიკავშირდა ყოფილი აღსაზრდელი, რომელიც ახლა ირიცხება ხიჭაურის უნივერსიტეტში, ისაა საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშ.
მათი რეალური საცხოვრებელია ამ უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი. პირმა განგვიცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ გადაწყვიტა ჩვენების მიცემა, პოლიციიდან უკან დაბრუნებულს კი უნივერსიტეტის წარმომადგენელმა მოსთხოვა ტერიტორიის დატოვება. მან წუხანდელი ღამე გაათენა ადგილობრივი მოსახლის სახლში. დღესდღეობით, იგი ღია ცის ქვეშაა", - აცხადებს ლომჯარია.