როგორ აღმოჩნდა გავრილოვი ზვიადის სავარძელში? -გუბაზ სანიკიძის შეკითხვა ,,ოცნებას"

09.06.21 14:46
როგორ აღმოჩნდა გავრილოვი ზვიადის სავარძელში? -გუბაზ სანიკიძის შეკითხვა ,,ოცნებას"

ოპოზიციონერი დეპუტატი, გუბაზ სანიკიძე, ,,ქართულ ოცნებას" დაუპირისპირდა. დეპუტატი დაინტერესდა, როგორ აღმოჩნდა რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი ზვიად გამსახურდიას სავარძელში. გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ თუ ამ კითხვაზე ოფიციალურ პასუხს მიიღებს, ამ შემთხვევაში მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილ ამნისტიის კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

ვიცი, რომ ,,ქართულ ოცნებას" რაღაც ისეთი დღეები გაქვთ, ტროცკისტულ-გახარიასეული ამბოხი გაქვთ ჩასაქრობი, გითანაგრძნობთ ამაში. მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ თქვენ ხართ ამ ქვეყნის გადამრჩენელები, 24 საუკუნის წინ ქუჯი ერისთავმა და ფარნავაზმა რომ ქართული პროექტი დადეს, დადეს იმისთვის, რომ 24 საუკუნის შემდეგ თქვენ მოსულიყავით ხელისუფლებაში. მესმის, ოქროს ვარსკვლავები ხართ. ვიცი, ჭეშმარიტების ტაიჭზე ხართ ამხედრებული... მაგრამ ერთი მთავარი, თავადი, შეკითხვა მაქვს, თქვენგან ქართველ ხალხს ამ შეკითხვაზე პასუხი არ მიუღია: როგორ აღმოჩნდა გავრილოვი ზვიადის სავარძელში? გაგვეცით ამაზე ოფიციალურად პასუხი. პასუხს თუ მივიღებ, პირობას გაძლევთ, კანონპროექტს მხარს დავუჭერ - თქვა გუბაზ სანიკიძემ.

პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც ამნისტიისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კანონპროექტებს განიხილავენ.