თუ სადმე იყო ქართულ-ჯიგრული კორუფცია, მოიკითხოს თავის თანაგუნდელებში - კობახიძე გახარიას პასუხობს

09.06.21 14:49
თუ სადმე იყო ქართულ-ჯიგრული კორუფცია, მოიკითხოს თავის თანაგუნდელებში - კობახიძე გახარიას პასუხობს

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კორუფციასა და ნეპოტიზმთან დაკავშირებით  გიორგი გახარიას ბრალდებებს პასუხობს. კობახიძე ამბობს, რომ "ქართულ-ჯიგრული" კორუფციით სწორედ გახარიას გუნდი გამოირჩეოდა. 

არავითარი სისტემური პრობლემა საქართველოში არ არსებობს, რა თქმა უნდა კორუფცია ყველა ქვეყანაში არის პრობლემა. მას მოუწია თავისი ნათქვამის დაკორექტირება და უარყო ბრალდება სისტემურ კორუფციასთან დაკავშირებით, თუ სადმე იყო  ქართულ-ჯიგრული კორუფცია მოიკითხოს თავის თანაგუნდელებში, ამით გამოირჩეოდა სწორედ მისი გუნდი",  - ამბობს კობახიძე.