რის საფუძველზე გაამტყუნეს პრეზიდენტი - რა წერია ტურავა-გოცირიძის დასაბუთებაში?
რა წერია ტურავა-გოცირიძის დასაბუთებაში? სასამართლო კლანმა 50 გვერდიან დოკუმენტში თავს იმართლებს და ცდილობს ახსნას, რის საფუძველზე გაამტყუნა პრეზიდენტი. თუმცა ვრცელ -ახსნა განმარტებაში ბევრი ურთიერთგამომრიცხავი დეტალია. 6 მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება "პირველებმა" დეტალურად შეისწავლა. წერია, ისიც, რომ მოსამართლეებმა არ იციან, დაარღვია თუ არა ღარიბაშვილმა კანონი, როდესაც პრეზიდენტი მისი საჯარო განცხადებების გამო დასაჯა და ვიზიტებზე არ გაუშვა.
აქვე, საკონსტიტუციო სასამართლო აზუსტებს, რომ მისი იურისდიქციის მიღმაა შეაფასოს, რამდენად საფუძვლიანი იყო მტავრობის უარი, მიეცა საქართველოს პრეზიდენტისთვის თანხმობა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტთან დაკავშირებით, ანდა, რამდენად რელევანტურია ის არგუმენტები, რომლებიც წარდგინების ავტორებმა ამ უარის ასახსნელად დაასახელეს. მხედევლობაშია პრეზიდენტის საჯარო განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა მხოლო ფორმალურად ასრულებდა იმ 12 პუნქტიან შეთანხმებას, რომლის ჯეროვნად შესრლებაც კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევალება. ი. კობახიძის განმარტებით, ამგვარ განცხადებებს შეეძლო გამოეწვია დასავლელი პარტნიორეის უნდობლობა საქართველოსადმი და დაეზიანებინა ევროინტეგრაციის პროცესები, - წერია დასკვნაში.
დოკუმენტში, ფაქტობრივად, წერია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მთავრობა ევროპულ კურსს არ მიყვება, პრეზიდენტის შეწინააღმეგების უფლება არ აქვს.
ჰიპოთეტიურადაც რომ დავუშვათ კევაც, რომ ხელისუფლება არ მიმართავდა საკმარის ზომებს „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში და ევროპის კავშირშ საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“, ეს არ აძლევდა პრეზიდენტს უფლებას, ემოქმედა სხვის (მოცემულ შემთხვევაში, მთავრობის) მაგივრად, საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილების გადამეტებით და თვითნებურად, - წერია დოკუმენტში.
აქვს თუ არა პრეზიდენტს უფლება უცხოელ პარტნიორებთან მაღალი რანგის შეხვედრები საქართველოშ გამართოს? მოსამართლეები დასაბუთებაში წერენ, რომ გეოგრაფიული არეალი პრეზიენტის უფლებას არ უნდა გასაზღვრავდეს, თუმცა ამავე დასაბუთებაში მოსამართლეები აცხადებენ, რომ თუ საქართველოში გამართა ზურაბიშვილმა შეხვედრა, მაგალითად, მაკრონთან, მას ამის უფლებას „ოცნების“ წარმომადგენლების მისცემენ. მათი შეფასებით, სხდომათა დარბაზში ირაკლი კობახიძის არგუმენტები დასაბუთებული იყო, რომელმაც თქვა, რომ პრეზიდენტს საქართველოში შეხვერების გასამართად მდუმარე თანხმობა აქვს.
სასამართლო ასევე სკეპტიკურად უყურებს უცხო ქვეყნებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალურ პირებთან პრეზიდენტის ნებისმიერი, უკლებლივ ყველა სახის კონტაქტის, მათთან ყოველი სატელეფონო საუბრის და მსგავსი შემთხვევების დაქვემებარებას მთავრობისგან წინასწარი ოფიციალური თანხმობის მიღების ვალებულებისადმი. კონსტიტუციის არცერთი დებულების გაგება არ შეიძლება გასცდეს გონივრულობის ფარგლებს და წაკითხულ იქნეს ხისტად, არარეალისტურად და მეტისმეტი სკრუპულოზურობით. კონსტიტუციური წარდგინების ზეპირი მოსმენისას გამოიკვეთა, რომ პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზეუცხო ქვეყნებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალურ პირებთან გახორციელებულ სამუშაო შეხვედრებსა და სხვაგვარ მსგავს შემთხვევებზე, მიუხედავად იმისა, რომ საქმე მართლაც შეიძლება შეეხებოდეს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობის გახორციელებას, პრაქტიკა განსხვავებულია და ჩვეულებრივ, თანხმობის მოთხოვნა და მიცემა საერთოდ არ ხდება , ანდა არ ხდება წერილობით და ოფიციალურად. კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა განმარტებით, ამგვარ შემთხვევებში პრეზიდენტს მდუმარე თანხმობა აქვს მთავრობისგან. თავის მხრივ, მთავრობის წარმომადგენლის სასამართლოსთის მიცემული განმარტების შესაბამისად, ასეთ დროს გამოიცემა პრემიერ-მინისტრის აქტი ბრძანების სახით, რაც მტავრობის მხრიდან ნების დადასტურებას, მის ჩართულობასა და ინფორმირებულობას, პრაქტიკულად, უზურნველყოფს. საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია,რ ომ საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობის გახორციელების გეოგრაფიული ადგილი გადამწყვეტი ვერ იქნება, ხოლო პრაქტიკა კი თანმიმდევრული და გონივრული უნა იყოს, - წერია დასაბუთებაში.