უპრეცენდენტო ნაბიჯი, რომელსაც მსოფლიო ანალოგი არ გააჩნია - პრემიერის პასუხი ექსპრემიერს
ინგა გრიგოლიას „რეაქციაში“ ექსპრემიერის სკანდალურ ინტერვიუზე პასუხის გაცემა პრემიერმა საკუთარ თავზე აიღო. მისი თქმით, გიორგი გახარიას ქმედებას გადადგომასთან დაკავშირებით მსოფლიო ანალოგი არ მოეძებნება. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ გიორგი გახარია კანონის აღსრულების წინააღმდეგი იყო, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დაკავების სპეცოპერაციაში გარკვეულ რისკებს ხედავდა, რაც მისთვის გაუმართლებელი ქმედებაა.
ჩვენ ვიხილეთ უპრეცედენტო ნაბიჯი მისი მხრიდან, როცა ალბათ მსოფლიო ანალოგი არ მოიძებნება, როცა პრემიერ-მინისტრი გადადგა იმის გამო, რომ კანონი არ აღსრულებულიყო და ჩვენ მოვისმინეთ მისი განმატრებები, რომ აქ მომატებული რისკი იყო და საფრთხე იყო. მე მინდა, მარტივის შეფასება გავაკეთო, ნებისმიერი ოპერაციის ჩატარებას თან ახლავს რისკები. მითუმეტეს ჩვენ ინფორმაცია გვქონდა, იქ არავითარი შეიარაღებული დაპირისპირება არ იგეგმებოდა. მის ამ ქმედებას დაერქვა სახელი, - ამბობს ღარიბაშვილი.