ევროკავშირში საქართველოს ელჩად ვახტანგ მახარობლიშვილი დაინიშნა

09.06.21 16:07
ევროკავშირში საქართველოს ელჩად ვახტანგ მახარობლიშვილი დაინიშნა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლად და ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ვახტანგ მახარობლიშვილი დაინიშნა.

ამ თანამდებობას მანამდე ნატალია საბანაძე იკავებდა. საბანაძემ პოსტი 21 მარტს დატოვა, რომელმაც თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება პირადი მიზეზების გამო მიიღო.

მახარობლიშვილი  2016 წლიდან  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, 2019 წლის 8 ივლისიდან კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ  დაინიშნა და დღემდე ამ პოსტს იკავებდა. 

მსგავსი სიახლეები