საკუთარ თავს არ ეკუთვნით, ოლიგარქის ტყვეობიდან დასახსნელი ხართ - მელიას მიმართვა "ოცნებას"
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია 7 თვიანი ბოიკოტის შემდეგ პარლამენტის ტრიბუნიდან ხელისუფლებას მიმართავს.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" დეპუტატები ოლიგარქ ივანიშვილის მსახურებაში არიან და მის ტყვეობაში იმყოფებიან.
საკუთარი თავის არსებობის არ გჯერათ"- მიმართა ,,ენმ"-ს თავმჯდომარემ უმრავლესობის დეპუტატებს.
მელიას თქმით, ის პარლამენტში შემოვიდა, იმიტომ რომ "ქართული ოცნება" საკანონმდებლო ორგანოდან გაიყვანოს:
თქვენ ხომ ჩემზე კარგად იცით, რომ თქვენ არ ეკუთვნით საკუთარ თავს, თქვენ ხომ ჩემზე კარგად იცით, რომ პოლიტიკურად თქვენ არანაირი კაპიტალი არ გაქვთ. მე არ ვამბობ, რომ თქვენ ასე გინდოდათ, როდესაც 2012 წლის პირველ ოქტომბერს მოხვედით, მაგრამ გინდოდათ თუ არა, ეს სხვა საკითხია, თქვენ აღმოჩნდით ტყვეობაში და მე როდესაც გიყურებთ და გისმენთ, არ მჯერა, რომ მართლა შეიძლება, ადამიანი ამ ქვეყანაში დაიბადოს, გაიზარდოს და იყოს უსიტყვო მორჩილებაში ოლიგარქი ადამიანის, რომელსაც უბრალოდ ბევრი ფული აქვს და მეტი არაფერი. თქვენ ხართ ამ ტყვეობიდან დასახსნელი.
შიშები გაქვთ, რომ თუკი გაბედავთ და ხვალ განსხვავებულ პოზიციას დააფიქსირებთ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პოლიცია, სასამართლო და პროკურატურა თქვენც დაგიპირისპირდებათ, რა, არ მომხდარა ასე თქვენს ყოფილ თანაგუნდელებთან მიმართებაში? - მიმართა მელიამ ,,ქართულ ოცნებას".
ნიკა მელიამ ,,ქართულ ოცნებას" ტრიბუნიდან პირობა მისცა, რომ "მშვიდად ცხოვრების" საშუალებას არ მისცემს.