შემოვედი, რომ რაც შეიძლება, მალე სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარბაზიდან - ნიკა მელიამ უმრავლეოსობას მიმართა

09.06.21 17:07
შემოვედი,  რომ რაც შეიძლება, მალე სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარბაზიდან - ნიკა მელიამ უმრავლეოსობას მიმართა

"შემოვედი,  რომ რაც შეიძლება, მალე სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარბაზიდან",  - ასე მიმართა  "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს უმრავლესობას. მელიას თქმით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მას ემოციური დისკომფორტი აქვს. მელიას განცხადებით,  პარლამენტში შესვლის ერთადერთ მიზანს ის  წარმოადგენს, რომ რაც შეიძლება, მალე დატოვოს პარლამენტი სხვა წევრებთან ერთად და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. 

ყველას ესმის ამ ტრიბუნასთან მოსასვლელად ემოციური დისკომფორტის დაძლევა მიწევს, ეს რომ სხვაგვარად იყოს, გასაკვირი იქნებოდა,  ვინაიდან ამ დარბაზში მსხდომმა დიდმა გუფმა თითი მიაჭირა ღილაკს ორჯერ და პირადად მიიღეთ მონაწილეობა  პოლიტიკური ოპონენტის ციხეში ჩასმის, თქვენთვისაც კი ძალიან  სამარცხვინო გადაწყვეტილებაში.

რატომ ვარ მე დღეს აქ, რატომაც აქ ვარ მე ჩემ მეგობრებთან ერთად. ვაპირებ ამ დარბაზის დატოვებას თქვენთან ერთად, მე შემოვედი, რომ რაც შეიძლება, მალე სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარაბაზიდან და ამის შემდეგ საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა, აირჩიოს ნამდვილი პარლამენტი და ლეგიტიმური ხელისუფლება, ისე როგორც საზოგადოება გაიმეტებს თქვენთვის და არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკანონმდებლო ორგანო აქცია ნოტარიალურ კანტორად. ჩემ ხელმარცხნივ რა საზოგადოებაც სხედხართ, ბევრი თქვენგანი გულის სიღრმეში მეთანხმებით, მაგრამ საჯაროდ თუ ცინიკური პასუხებით გადიხართ ფონს, არ ნიშნავს რომ არ აცნობიერებთ, რომ სახელმწიფო არის მიტაცებული ერთი ადამიანის მიერ. მე არ ვფიქრობ, რომ ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელზეც ხშირად უნდა ვისაუბრო, თქვენ ხო კარგად იცით, რომ არ ეკუთვნით საკუთარ თავს", - მიმართა ნიკა მელიამ უმრავლესობას.