როგორც კი 43%-ს ვერ აიღებთ, ნახევარი თქვენგანი დატოვებს ,,ქართულ ოცნებას" - მელია უმრავლესობას

09.06.21 17:19
როგორც კი 43%-ს ვერ აიღებთ,  ნახევარი თქვენგანი დატოვებს ,,ქართულ ოცნებას" - მელია უმრავლესობას

"როგორც კი 43%-ს ვერ აიღებთ,  ნახევარი თქვენგანი დატოვებს ,,ქართულ ოცნებას ", -  ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს უმრავლესობას. მელიას თქმით, საჭიროა გაერთიანება იმისთვის, რომ "ოცნება" შემოდგომაზე ხელისუფლებაში აღარ იყოს. 

საჭირო არის გაერთიანება ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმის წინააღმდეგ.  ეს გაერთიანება უნდა შედგეს უახლოეს კვირებში იმისთვის, რომ ოქტომბრის თვეში თქვენ აღარ იყოთ ქვეყნის სადავეებთან, ეჭვი ხომ არ გეპარებათ, როგორც კი 43%-ს ვერ აიღებთ, ნახევარი თქვენგანი დატოვებს ,,ქართულ ოცნებას". რა, არ დაგიტოვებიათ, თუ რა?! ამ შენობის წინ როგორ კი გაიმართა თავყრილობა, დიახაც მოვიხსენი სამაჯური, როგორც ძალადობის და უსამართლობის სიმბოლო და ვაცნობიერებდი, რომ შეიძლება, თავისუფლება შემზღუდვოდა, მაგრამ მე ვარჩიე ეს ნაბიჯი გადამედგა, ეს უსამართლობის სიმბოლო დამეკარგა, ვიდრე ღირსება დამეკარგა", - თქვა ნიკა მელიამ პლენარულ სხდომაზე.  

მსგავსი სიახლეები