ვერ აღგიქვამთ, როგორც კოლეგებს და პოლიტიკოსებს - მელია ,,ქართულ ოცნებას"
ერთი წამითაც არ ჩათვალოთ, რომ მე თქვენზე გაბრაზებული ვარ, იმის მიუხედავად, მართლაც როგორც მაიუზერიანმა ბოლშევიკებმა 2-ჯერ მიიღეთ გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ,,ნაცმოძრაობის" ლიდერმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. ნიკა მელია მიიჩნევს, რომ რომ ,,ქართული ოცნება" ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება და საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა კოალიციური მმართველობაა.
თქვენ არ აღგიქვამთ, როგორც კოლეგებს, როგორც პოლიტიკოსებს. ერთხელაც არ გამჩენია სურვილი თქვენთან ტელედებატებში მოხვედრის. რაზე უნდა გესაუბროთ? ამიტომ მირჩევნია, ვესაუბრო საზოგადოებას, რომლთანაც ერთად ოპოზიცია ძალიან მალე დაამარცხებს ამ რეჟიმს და კოალიციურ მმართველობაში მოვა. ასე ვხედავ მე ქვეყნის განვითარებას. ერთია რომ ოლიგარქის კლანჭებიდან ვიხსნათ და მეორეა, მართლაც ერთობლივად იმართოს ქვეყანა.
არ არის ჩემი მიზანია თქვენი შეურაცხყოფა, მაგრამ რეჟიმის მსახურები ხართ. ერთადერთი, რაშიც პატივს გცემთ, ისაა, რომ თქვენი დამარცხება ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება ვიწროპარტიული ამოცანა. ეს მგონი, თქვენთვის პატივია - აღნიშნა ნიკა მელიამ.
პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც ამნისტიისა და პოლიტიკური მპარტიების დაფინანსების კანონპროექტებს განიხილავენ. ,,ნაცმოძრაობის" დეპუტატები პარლამენტში დღეს 7 თვიანი ბოიკოტის შემდეგ მივიდნენ.