ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში - "ოცნების" გაღიზიანება ნიკა მელიას სიტყვას მოჰყვა

09.06.21 17:26
ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში - "ოცნების" გაღიზიანება ნიკა მელიას სიტყვას მოჰყვა

პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის სიტყვით  გამოსვლას „ქართული ოცნების“ გაღიზიანება მოჰყვა. ნიკა მელიამ მმართველი გუნდის წევრები პოლიტიკურ კორუფციაში დაადანაშაულა.  ოპოზიციონერ ლიდერს სიტყვიერად მიხეილ ყაველაშვილი და ირაკლი ზარქუა დაუპირისპირდნენ. დეპუტატებმა მხარეები დაამშვიდეს, რის შემდეგაც სხდომა „ქართული ოცნების“ დეპუატატების სიტყვით გამოსვლებით გაგრძელდა.