გახარია-კალაძის შესაძლო ტანდემი საბოლოოდ გადაწყვეტს 43%-იანი ბარიერის თემას - გია ხუხაშვილი

09.06.21 18:28
გახარია-კალაძის  შესაძლო ტანდემი საბოლოოდ გადაწყვეტს 43%-იანი ბარიერის თემას - გია ხუხაშვილი

პოლიტიკის ექსპერტი, გია ხუხაშვილი, მიიჩნევს, რომ თუ კახი კალაძე ექს-პრემიერ გახარიასთან ალიანსს შეკრავს, მას გამარჯვების დიდი შანსი აქვს. ხუხაშვილი იმასაც ვარაუდობს, რომ თბილისის მერისთვის ,,ქართულ ოცნებაში" დარჩენა სახიფათოა, რადგან თუ ხელისუფლება შეიცვლება, კალაძე გაიზიარებს გიგი უგულავას ბედს.

ყველაზე საინტერესო შესაძლო ალიანსად დღეის მდგომარეობით გამოიყურება გახარია-კალაძის ტანდემი, რომელიც საბოლოოდ გადაწყვეტს 43%-იანი ბარიერის თემას და რიგგარეშე არჩევნებზეც “ოქროს გასაღებს” დაიჭერს ხელში მომავალი მმართველი კოალიციის ფორმირების საკითხში.
კალაძისთვის არსებულ სიტუაციაში ,,ქართულ ოცნებასთან" დარჩენა  მაღალი რისკის შემცველია, რადგან თუ ხელისუფლება შეიცვალა, აღმოჩნდება უგულავას როლში იგივე განვითარებით და თუ არ შეიცვალა,  გახდება გახარიას შემდეგ ხელისუფლის მთავარი სამიზნე - წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები