პარლამენტმა "ოცნების" ამნისტიის კანონპროექტს მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა
პარლამენტმა 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტის "ქართული ოცნების" ვერსია მეორე მოსმენითაც მიიღო. კენჭისყრა საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. კანონპროექტს მხარი 77-მა დეპუტატმა დაუჭირა.
“ქართული ოცნების“ კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დანაშაული ჩაიდინა.