"ოცნების" სადავო კანონპროექტი - ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან შეთანხმების დარღვევაზე საუბრობს

10.06.21 11:32
"ოცნების" სადავო კანონპროექტი - ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან შეთანხმების დარღვევაზე საუბრობს

„ოცნების“ სადავო კანონპროექტი - ოპოზიციის კრიტიკის მიუხედავად, მმართველმა გუნდმა ამნისტიის კანონპროექტი მეორე მოსმენით მაინც მიიღო. სავარაუდოა, რომ „ოცნების“ მიერ შემუშავებული კანონპროექტი მალე კანონად იქცევა. ოპოზიცია ამბობს, რომ აღნიშნული კანონპროექტით ხელისუფლებამ 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტი  დაარღვია.

ეს არ არის იმ შეთანხმების შესრულება, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ და ასევე, ეს ყოვლისმომცველი ამნისტია არის უკიდურესად პრობლემური ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, როგორც საკუთრივ სტრასბურგის და ევროპული სტანდარტების, ასევე, ჩვენი კონსტიტუციის თვალსაზრისით. თუმცა, „ქართული ოცნება“ ურცხვად ცდილობს, მოიტყუოს და თქვას, რომ ეს, რაც მათ გააკეთეს,  არის შეთანხმების შესრულება, ეს არ არის შეთანხმების შესრულება, - ამბობს „ლელოს“ წევრი, ანა ნაცვლიშვილი.

,,ენმ"-ს წევრის, გიორგი ბოტკოველის, თქმით, იმთავითვე ნათელი იყო, რომ „ოცნება“ ისეთ კანონპროექტს დაამტკიცებდა, როგორსაც მათ მათი მამათავარი დაავალებდა.  ოპოზიციის წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება მიშელის დოკუმენტის სხვა საკითხებსაც ისე შეასრულებს, როგორც მათ აწყობთ. 

ჩვენ იმთავითვე ვსაუბრობდით, რომ ხელისუფლებას როგორი კანონპროექტიც დასჭირდება, სწორედ ისეთს მიიღებდა და დავალებაც „ქართული“ უმრავლესობაზეც სწორედ ეს იყო მათი მამამთავრისგან. ვფიქრობთ, რომ ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება არა მარტო ამნისტიის ფარგლებში, არამედ, სხვა დანარჩენ კონკრეტულ საკითხებზეც, რომელიც შეტანილია შარლ მიშელის დოკუმენტში, იქაც მაქსიმალურად შეეცდებიან, ისე გაიტანონ ის საკითხები, როგორც მათ აწყობთ, - ამბობს გიორგი ბოტკოველი.
 

მსგავსი სიახლეები