მივიღეთ მეორე მოსმენით ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც მიშელის დოკუმენტთან სრულ თანხვედრაშია - ალუდა ღუდუშაური

10.06.21 11:44
მივიღეთ მეორე მოსმენით ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც მიშელის დოკუმენტთან სრულ თანხვედრაშია  - ალუდა ღუდუშაური

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური, ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამნისტიის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობაში არ ჩაერთო და ამის ნაცვლად, პოლიტიკური განცხადებებით იყო დაკავებული. მმართველი გუნდის წევრის თქმით, „ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი მიშელის დოკუმენტთან სრულ თანხვედრაშია.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ ნაცვლად იმისა, რომ მოგვესმინა საგნობრივი და თემატური კითხვები , ან პოზიციის დაფიქსირება, მათ მთელი ეს დრო გამოიყენეს პოლიტიკური შეფასებების და პოლიტიკური განცხადებებისთვის, ამიტომ, ჩვენ ბუნებრივია, მივიღეთ მეორე მოსმენით ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც მიგვაჩნია, რომ არის სრულ თანხვედრაში მიშელის შეთანხმებასთან, ასევე, სამართლებრივად არის გამართული, რასაც ვერ ვიტყვით ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ დაინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, - ამბობს ალუდა ღუდუშაური. 
 

პარლამენტმა 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტის "ქართული ოცნების" ვერსია მეორე მოსმენითაც მიიღო. კენჭისყრა საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის  წინ დასრულდა. კანონპროექტს მხარი 77-მა დეპუტატმა დაუჭირა.

“ქართული ოცნების“ კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დანაშაული  ჩაიდინა.

 

მსგავსი სიახლეები