პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებაში ჩართვას არ ვაპირებთ - ხატია დეკანოიძე

10.06.21 11:55
პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებაში ჩართვას არ ვაპირებთ - ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე, ამბობს, რომ ,,ენმ"  პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებაში ჩართვას არ აპირებს. მისი თქმით, გარკვეული თანამდებობები მათი ინტერესის საგანს არ წარმოადგენს და ისინი მხოლოდ პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ საქმიანობაში ჩაერთვებიან.  

ჩვენ ძალაუფლების გადანაწილებაში ჩართვას არ ვაპირებთ. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ძალაუფლება უნდა გავიზიაროთ „ქართულ ოცნებასთან“ , ამ შეთანხმებისთვისაც ხელი არ მოგვიწერია, ამიტომ ჩვენ საპარლამენტო რეგლამენტით რაც არის გათვალისწინებული, იმ მუშაობაში ჩავერთვებით, რაც შეეხება რაღაც გარკვეულ თანამდებობებს, რომელიც შეიძლება, იყოს გათვალისიწინებული ამ ძალაუფლების გადანაწილებაში, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს არ არის პირველ ხარისხში, - ამბობს ხატია დეკანოიძე.