აღმოჩენილია ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორული კომპანიები - TI-ის კვლევა
აღმოჩენილია, 10 ოფშორული კომპანია რომელიც "ქართული ოცნების" ყოფილ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო-ს ინფორმაციით, ეს 10 კომპანია, თავის მხრივ, 26 ქართულ კომპანიას ფლობს.
როგორც ირკვევა, 2018 წლის ოქტომბერში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორულ კომპანიებზე კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან სულ მცირე 9 ოფშორული კომპანია იყო დაკავშირებული.
ამ კვლევისთვის დამატებით კიდევ ერთი ოფშორული კომპანიის იდენტიფიცირება მოხერხდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული. ამ კომპანიების წარმომადგენელი კახა კობიაშვილი (რომელიც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ივანიშვილის დისშვილია) და მისი სხვა ბიზნეს პარტნიორები არიან. ბიძინა ივანიშვილი „საგამოძიებო ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმის“ მიერ 2016 წლის აპრილში გამოქვეყნებულ „პანამის დოკუმენტებშიც“ არის მოხსენიებული"- წერს "საერთაშორისო გამჭვირვალობა" კვლევაში.
ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორული კომპანიებია:
- „Finseck Limited“ (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები), რომელიც საქართველოში ფლობს 4 კომპანიას: შპს „ექსპრეს-სერვისი“, შპს „ლიზინგი ოცდამეერთე“, შპს „თხილის განაშენიანების და გადამუშავების კომპანია“, შპს „კომპლექს-სერვისი“;
- „Vanity Overseas“ (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები), რომელიც საქართველოში ფლობს 2 კომპანიას: შპს „მადა“, შპს „აკვა ცენტრი“;
- „Gilmar Holding“ (ბელიზი), რომელიც საქართველოში ფლობს 2 კომპანიას: შპს „ჰოლდინგი ოცდამეერთე“, შპს „ქართული ჰოლდინგი“;
- „Krista Investments Limited“ (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები), რომელიც საქართველოში ფლობს 1 კომპანიას: შპს „სათესლე და სარგავი მასალის წარმოების სამეცნიერო-საწარმოო ცენტრი აგრო ქართუ“;
- „Ringold Finance Limited“ (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები), რომელიც საქართველოში ფლობს 2 კომპანიას: შპს „ჰორიზონტი“, შპს „ახალი სერვისი“;
- „Limestone Finance International SA“ (პანამა), რომელიც საქართველოში ფლობს 7 კომპანიას: შპს „ახალი კაპიტალი“, შპს „სანაპიროს ხედი“, შპს „ქართუ კონსალტინგი“, შპს „აბასთუმანი 2019“, შპს „ჯეოფერტ“, შპს „ბლექ სი არენა“, შპს „ინვესტ კაპიტალი“;
- „Fresno Management Limited“ (ბელიზი), რომელიც საქართველოში ფლობს 3 კომპანიას: შპს „ინტერ კონსალტინგ+“, შპს „ქართუ მენეჯმენტი“, შპს „ქართუ მშენებელი“;
- „Vasilia Enterpreises“ (ბელიზი), რომელიც საქართველოში ფლობს 2 კომპანიას: შპს „ფინსერვისი-XXI“, შპს „ფინ-სერვისი“;
- „Tarpan Management Limited“ (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები), რომელიც საქართველოში ფლობს 2 კომპანიას: შპს „ინტერ-სერვისი“, შპს „მენეჯმენტ სერვისი“;
- „Frankston International“ (პანამა), რომელიც საქართველოში ფლობს 1 კომპანიას: შპს „ჯი სი ეფ ჰოლდინგს ჯორჯია“ (თანაინვესტირების ფონდი).
ცნობისთვის, "ოფშორული კომპანიები საქართველოში: ბიზნეს ინტერესები და კორუფციის რისკები" - ამ სათაურით აქვეყნებს გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია მორიგ ხმაურიან კვლევას, სადაც ვკითხულობთ, რომ საქართველოს სამეწარმეო რეესტრში 3,200-მდე კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა მთლიან,ი ან გარკვეული წილის მფლობელი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიაა.
ირკვევა ისიც, რომ
ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიები ფლობენ „თბილისი ენერჯის“, „ბილაინს“, „აიდიეს ბორჯომს“, „ჭიათურმანგანუმ ჯორჯიას“, „რუსთავის ფოლადს“, „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგს“, „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალს“, „რუსთავის ავტობაზრობას“, „ფოთის მარცვლეულის ტერმინალს“, „სუფთა სახლს“ და სხვა 160-მდე მსხვილი და საშუალო ზომის საწარმოს.
კვლავაში ვკითხულობთ იმასაც, რომ 2011-2020 წლებში ოფშორული ტერიტორიების მქონე ქვეყნებიდან საქართველოში 5.2 მლრდ აშშ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ პერიოდის მთლიანი უცხოურო ინვესტიციების 38%-ია.
საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევა დეტალურად ნახეთ აქ