როგორც ფრანგები იტყვიან, Cette dame est devenue folle - გაგიჟდა პრეზიდენტი - ზარქუა

20.10.23 14:50
როგორც ფრანგები იტყვიან, Cette dame est devenue folle - გაგიჟდა პრეზიდენტი - ზარქუა

"გაგიჟდა პრეზიდენტი," - ეს შეურაცხმყოფელი განცხადება სალომე ზურაბიშვილის მისამართით "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ზარქუა გაღიზიანდა იმ ფაქტით, რომ საქართველოს პრეზიდენტს 2023 წლის კორექტირებულ ბიუჯეტზე ხელი ამ დრომდე არ მოუწერია. იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტს ვადა ორშაბათამდე აქვს, "ოცნების" დეპუტატისთვის მისი ქმედებები ამოუხსნელია.

უცნაურია, ვერაფერს ვერ ვფიქრობთ, რატომ იქცევა ასე, ვერ გავიგეთ. დახმარებების მთელი პაკეტია, ნახევარ მილიარდიანი გაზრდა ხდება მიმდინარე წლის ბიუჯეტის, რომ დავეხმაროთ მოსახლეობას, ხალხს და უკვე მერამდენე დღეა, ხელს არ აწერს. ასეთი ნონსენსი არ მომხდარა არასდროს. როგორც ფრანგები იტყვიან, Cette dame est devenue folle - გაგიჟდა პრეზიდენტი," - ამბობს ზარქუა.

მსგავსი სიახლეები