"რომ გარბიხარ და იქედან მელაპარაკები, ლენინი ხარ ფინეთში? ჩამოდი და..." - მეუფე იაკობი სააკაშვილზე

10.06.21 13:10
"რომ გარბიხარ და იქედან მელაპარაკები, ლენინი ხარ ფინეთში? ჩამოდი და..." - მეუფე იაკობი სააკაშვილზე

ბოდბელი მიტროპოლიტი, მეუფე იაკობი, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, პასუხობს, მოუწოდებს, ჩამოვიდეს საქართველოში და მას პირისპირ შეხვდეს. 

"რომ გარბიხარ და ისე მელაპარაკები, ლენინი ხარ ფინეთში?"- მიმართა წმინდა სინოდის წევრმა ყოფილ პრეზიდენტს. 

სასულიერო პირის მტკიცებით, სააკაშვილი პრეზიდენტობის დროს მას "ვერაფერს უბედავდა": 

მიშა რომ ჩემზე რაღაცეებს ამბობს, თან ქვეყანაში პირველკაცობა რომ გინდა და მობრუნება, იქედან რომ გვეუხეშები, კარგად გაიხსენოს, პრეზიდენტი რომ იყო, თუ მიბედავდა რამეს. იქ დამალული რომ არის ახლა, ჩამოვიდეს და შემხვდეს. მერე გადაიღეთ ჩვენი შეხვედრა, ბოდიშებს მომიხდის თუ არა.

გაქცეული როცა ხარ, რა ვქნა რა... ბოლო-ბოლო ბელადომანიას უნდა მოეშვათ,“- განაცხადა მეუფე იაკობმა.

მაღალი იერარქი სააკაშვილს ურჩევს "ივანიშვილის მსგავსად, ისიც წავიდეს პოლიტიკიდან". ამასთან მეუფე იაკობმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას, საქციელს ვაჟკაცობა უწოდა: 

ბიძინა ხომ წავიდა, ეგეც წავიდეს და თავი გაანებოს! მელიაც სხვანაირად მოიქცევა და ხალხიც სხვანაირად დაგიჭერთ მხარს. ჯერ არ მოსულხართ, მოსვლა გინდათ და ტვინი ხომ უნდა გქონდეთ თავში? 2012-ის არჩევნები გაიხსენონ, 2013-ის და მიხვდებიან, რატომ წააგეს. დამიპირისპირდნენ კარგად და რასაც მიიღებენ, თვითონ ნახავენ. თუ ასე უნდათ, სულ მაჩანჩალები იყვნენ, იყვნენ, ბატონო.

თუ უნდათ, საქართველოსთვის კარგი აკეთონ, წესიერად მოიქცნენ. თანამდებობაზე რომ დაენიშნათ, მოქალაქეობა გასცა. მე ჩემი ქვეყნისთვის თავსაც ვდებდი ხოლმე და სისხლიც დამიღვრია მრავალი ლიტრი. მაგენი კიდევ უცხოეთში გარბიან. მელია ხომ დაიჭირეს? - ვაჟკაცურად მოიქცა - დარჩა. რომ გარბიხარ და იქედან მელაპარაკები - ლენინი ხარ ფინეთში? ჩამოდი და..."- დასძინა მან.