უნდა მოვისმინოთ ხელმომწერი ოპოზიციის შეფასება - თალაკვაძე ძალაუფლების გადანაწილებაში ,,ენმ"-ს ჩართულობაზე

10.06.21 13:34
უნდა მოვისმინოთ ხელმომწერი ოპოზიციის შეფასება - თალაკვაძე ძალაუფლების გადანაწილებაში ,,ენმ"-ს ჩართულობაზე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, ამბობს, რომ პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებაში  ,,ენმ"-ს ჩართულობასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციასთან უნდა გაიარონ. 

თუ „ნაციონალური მოძრაობის“ საბოლოო გადაწყვეტილება გახლავთ, რომ ისინი მიშელის შეთანხმებას  არ აწერენ ხელს, მაშინ ჩვენ უნდა მოვისმინოთ ხელმომწერი ოპოზიციის შეფასება ამასთან დაკავშირებით და მათი განცხადება შემდეგ კონსულტაციებთან მიმართებაში, უნდა მოხდეს ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ჩართულობით, თუ მათ გარეშე. ჩვენი მხრიდან კონსულტაციებზე მზადყოფნა იყო მაშინვე, როცა ხელი მოვაწერეთ, - ამბობს თალაკვაძე.