"რა გასაკვირია, ღონიერმა პატარას სიტყვით თუ ვერ გააგებინა და ძალა გამოიყენოს"- მეუფე იაკობი პანსიონზე

10.06.21 13:41
"რა გასაკვირია, ღონიერმა პატარას სიტყვით თუ ვერ გააგებინა და ძალა გამოიყენოს"- მეუფე იაკობი პანსიონზე

ბოდბელი ეპისკოპოსი, იაკობი, ნინოწმინდის ბავშთა პანსიონში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ გაუპატიურების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება. 

რაც შეეხება ძალადობას, წმინდა სინოდის წევრის განცხადებით, ის ამის წინააღმდეგია, თუმცა "თავზე წამორტყმა" არ უკვირს: 

ცალკეულ ადამიანებს ასეთ დაწესებულებეში კი არა, გარეთ და პარლამენტში არ ჰყოფნით ნერვები - ერთმანეთს სცემენ, ურტყამენ. რა გასაკვირია, იქ, უფროსმა, ღონიერმა სიტყვით თუ ვერ გააგებინა პატარას, ძალა გამოიყენოს. მე თუნდაც წამორტყმას არ მივესალმები პირდაპირ გეუბნებით, მაგრამ, როდესაც საუბრობენ გაუპატიურებაზე, ფაქტი ხომ უნდა იყოს. თუ იყო ფაქტი, უმკაცრესად დაისჯებიან"- თქვა სასულიერო პირმა. 

მეუფე იაკობი ამბობს, რომ აჟიოტაჟი "გრანტიჭამიებმა" ატეხეს.