თამარ კორძაიამ დეპუტატის მანდატის შეწყვეტის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელზე უარი თქვა

10.06.21 14:10
თამარ კორძაიამ დეპუტატის მანდატის შეწყვეტის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელზე უარი თქვა

თამარ კორძაიამ დეპუტატის მანდატის შეწყვეტის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელზე უარი თქვა და მისი გაუქმება მოითხოვა. 

"19 აპრილს შედგა შეთანხმება, რომლითაც გამოვხატეთ ნება. ერთი სიტყვით, ნება შეიცვალა არშესვლასთან დაკავშირებით, რის გამოც უარს ვამბობ სარჩელზე და გთხოვთ, შეწყვიტოთ წარმოება. მე 31 მაისს მოვაწერე ხელი და ეს ხელმოწერა ნიშნავს, რომ უნდა შევიდე პარლამენტში და ვიმუშავო. ეს გარემოებები მაიძულებს, არ ვიყო დესტრუქციული, არ ვიყო არაკონსტრუქციული ჩემს კოლეგებთან მიმართებით და ის პასუხისმგებვლობა, რაც ავიღეთ, მავალდებულებს ვიმუშავო პარლამენტში", - განაცხადა თამარ კორძაიამ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის სხდომაზე. 

მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეტანილი აქვთ მოძრაობა "დროას" დამფუძნებელს, ელენე ხოშტარია და "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერ ზურაბ ჯაფარიძემ. 

 მიუხედავად იმისა, რომ კორძაიას მსგავსად ზურაბ ჯაფარიძემაც დაიწყო საპარლამენტო საქმიანობა, ის სასამართლოში დავას აგრძელებს.