ექსკლუზივი: რა ღირს პრეზიდენტის იმპიჩმენტის მხარდამჭერი დეპუტატის ხმა? - პრემიერმა ინჯიას კომპანიას მილიონები აპატია

21.10.23 20:07
ექსკლუზივი: რა ღირს პრეზიდენტის იმპიჩმენტის მხარდამჭერი დეპუტატის ხმა? - პრემიერმა ინჯიას კომპანიას მილიონები აპატია

რა ღირს პრეზიდენტის მლანძღველი და იმპიჩმენტის მხარდამჭერი ერთი დეპუტატის ხმა პარლამენტში? - "შაბათის ეთერმა" მოიპოვა ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერილი ბრძანება, რომელსაც პრემიერის ადმინისტრაცია საგულდაგულოდ მალავდა. ეს არის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანება N 23 95   - "სისტემ ნეტის" საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე.

"სისტემ ნეტის" საკონტროლო პაკეტის მფლობელი ფრიდონ ინჯია, მისი ვაჟი ილია, ქალიშვილი ხათუნა და მეუღლე ლალი რუხაია არიან.  პრემიერის ხელმოწერილი განკარგულების მესამე პუნქტში წერია, რომ ინჯიების ოჯახის კომპანია "სისტემ ნეტი" დაკირსრებული პირგასამტეხლოსგან უნდა გათავისუფლდეს. 

ირკვევა, რომ კომპანია "სისტემ ნეტს", რომლის საკონტროლო პაკეტსაც, ფრინდონ ინჯიას ოჯახი ფლობს. საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 21 დეკემბერს, ორთაჭალაში, გურამიშვილის ქუჩაზე შენობა ნაგებობა და 17 ათას 313 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მიჰყიდა. ინჯიებს 120 ნომრიანი სასტუმრო უნდა ააშენებინათ და 10 მილიონი ინვესტიცია ჩაედოთ, თუმცა პირობები ორჯერ ვერ შეასრულეს, იმ  დროს როცა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ინჯიას კომპანიისთვის სახელმწიფო კუთვნილი ქონება უნდა ჩამოერთვა ღარიბაშვილმა ახალი ბრძანება გამოსცა და ფრიდონ ინჯიას არა თუ სახელმწიფოს ქონება არ ჩამოართვა. დეპუტატის ოჯახის კომპანიას მილიონები აპატია.

მილიონების პატიოების სანაცვლოდ უნდა დაეჭირა თუ არა  "ქართლი ოცნების" ყველა გადაწყვეტილებისთვის პარლამენტში მხარი? - "მელაძის შაბათის" ყველა კითხვას დეპუტატი ინჯია გაქცევით არიდებს თავს. 

ამასთან, "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ფრიდონ ინჯიას კომპანიას სასტუმროს ტიპის აპარტამენტების მშენებლობის უფლება 2026 წლამდე გადაუვადეს, ამ საქმეში ახალი მოთამაშე შემოდის. 2022 წლის 10 იანვარს ფრიდონ ინჯიას კომპანია შეთანხმებას აფორმებს ახლად აშენებულ შპს "აუთლუქ ფორესტთან", რომელიც ვალდებულებას იღებს ააშენოს 120 ნომრიანი სასტუმრო აპარტამენტები და კომპლექსში ფართების 75 % მას უნდა დარჩეს. ამ ხელშეკრულებას ხელს გიორგი გიგინეიშვილი და ფრიდონ ინჯიას შვილი აწერენ. გიორგი გიგინეიშვილი, რომელიც ინჯიებმა წილში შემოიყვანეს, ერთ თვეში სახელმწიფო კომპანია ელექტროსისტემის შეფად ინიშნება. ამიტომ ის მრავალმილიონიან ბიზნესს წილს 1000 ლარად ანა დონდუაზე ყიდის. დუნდუა "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, გიგინეიშვილის ოჯახის წევრია.

ვინ შევიდა რეალურად ფრიდონ ინჯიას ბიზნესს წილში მას შემდეგ რაც ღარიბაშვილმა ვალები აპატია და ვინ დგას ელექტრო სისტემის შეფის გიორგი გიგინეიშვილის უკან?

ამ გარიგებაში ბიძინა ივანიშვილი დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის აჩრდილი მალავე გაჩნდა, 2023 წლის 19 ივლისს  უჩა მამაცაშვილმა ინჯიების მშენებარე კორპუსში ერთ მილიონ დოლარად 20 სასტუმრო აპარტამენტი იყიდა და მილიონ 113 ათასი დოლარი წინასწარ ერთიანად გადაიხადა.

ფრიდონ ინჯიას ქონება - ნატა ქაჯაიას სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები