ასეთი სადამსჯელო ღონისძიება სტალინსაც შეშურდებოდა - ანა წითლიძე ,,ოცნების" კანონპროექტზე

10.06.21 16:01
ასეთი სადამსჯელო ღონისძიება სტალინსაც შეშურდებოდა - ანა წითლიძე ,,ოცნების" კანონპროექტზე

პოლიტიკური პარტიებისთვის დაფინანსების კანონპროექტის განხილვას ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება მოჰყვა. 

კანონპროექტის მიხედვით, საპარლამენტო საქმიანობისთვის ბოიკოტის გამოცხადების შემთხვევაში პოლიტიკური პარტიებს დაფინანსება შეუწყდებათ.

მმართველი გუნდის წევრი, ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონპროექტი არის ბერკეტი, რათა არ მოხდეს ბოიკოტისა და საბოტაჟის მცდელობა.

ჩვენი მიზანია, მოხდეს შემდგომში ასეთი საბოტაჟის გამოვლინების პრევენცია,  დემოკრატიას აქვს მექანიზმები ასეთი საბოტაჟის წინააღმდეგ. - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ  ,,ქართული ოცნება" ასე ცდილობს იმ პარტიების დასჯას, რომლებმაც 7 თვის წინ ბოიკოტი გამოაცხადეს, ამბობენ რომ პროექტი დისკრიმინაციულია.

ასეთი სადამსჯელო ღონისძიება სტალინსა და ბერიასაც კი შეშურდებოდა. თქვენ ბიუჯეტი ბიძინა ივანიშვილის ყულაბა ხომ არ გგონიათ - მიმართა ანრი იოხანაშვილს ,,ენმ"-ს წევრმა, ანი წითლიძემ.

პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ამ წუთებშიც მიმდინარეობს, მმართველი პარტია მას მეორე მოსმენითაც დაუჭერს მხარს.

 კანონპროექტი გარდა ოპოზიციისა, ,,ეუთო ოდირმაც" გააკრიტიკა და მოუწოდა მმართველ პარტიას, არ მიიღონ, რადგან არადემოკრატიულია.