არასწორად მიგვაჩნია სასულიერო პირების მხრიდან პოლიტიკური განცხადებების გაკეთება - გახარიას გუნდი

10.06.21 15:14
არასწორად მიგვაჩნია სასულიერო პირების მხრიდან პოლიტიკური განცხადებების გაკეთება - გახარიას გუნდი

მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებას, სადაც ის გიორგი გახარიას მხილებას აანონსებს, ექსპრემიერის გუნდში გამოეხმაურნენ. გიორგი ხოჯევანიშვილი ამბობს, რომ ქართული ეკლესიის დისკრედიტაცია მათი გუნდისთვის მიუღებელია, თუმცა ასევე, არასასურველია, სასულიერო პირის მხრიდან პოლიტიკური განცხადებების გაკეთება. 

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი მიიჩნევს, რომ მეუფე იაკობის პოლიტიკურ განცადებაზე პასუხის გაცემა არამიზანშეწონილია.

ჩვენ ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდით და დღესაც ვეწინააღმდეგებით ქართული ეკლესიის დისკრედიტაციას. აქვე გეტყვით, რომ გარკვეულწილად კამპანიური სახე მიიღო გახარიას და ჩვენი გუნდის მიმარ უსაფუძვლო ბრალდებებმა. ვიტყოდი იმასაც, რომ ძალიან არასასურველია და არასწორად მიგვაჩნია სასულიერო პირების მხრიდან პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, მაგრამ აქვე იმასაც დავამატებ, რომ  შინაარსობრივი პასუხის გაცემა, ვთლით, რომ არამიზანშეწონილია, - ამბობს გიორგი ხოჯევანიშვილი.
 

მსგავსი სიახლეები