პარლამენტში აშკარად გვჭირდება ფსიქოლოგიც და ფსიქიატრიც - ,,ოცნების" დეპუტატი
,,ქართული ოცნების" დეპუტატი, ირმა ზავრადაშვილი თვლის, რომ პარლამენტში ფსიქოლოგიც და ფსიქიატრიც სჭირდებათ:
ადმინისტრაციასთან მექნება თხოვნა, სიტუაცია ისე მიდის, რომ შტატის დამატებაზე იქნება ინიციატივა გასაკეთებელი, იმიტომ, რომ აშკარად გვჭირდება ფსიქოლოგიც და ფსიქიატრიც პარლამენტში",- თქვა დეპუტატმა.
პარლამენტი დღეს ,,მოქალაქეთა გაერთიანების შესახებ" კანონპროექტს განიხილავს, რომელიც ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიისთვის დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს.
კანონპროექტის განხილვას ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა.