მეუფე იაკობი უნდა ჩამოყალიბდეს, სასაულიერო პირია, თუ პოლიტიკაში აპირებს მოსვლას - უდუმაშვილი

10.06.21 15:23
მეუფე იაკობი უნდა ჩამოყალიბდეს,  სასაულიერო პირია, თუ პოლიტიკაში აპირებს მოსვლას - უდუმაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზაალ უდუმაშვილი, მეუფე იაკობს არჩევანის გაკეთებას სთავაზობს. მისი თქმით, სასულიერო პირმა ან მღდელმსახურება უნდა განაგრძოს, ან უნდა აღიაროს, რომ პოლიტიკაში წასვლას აპირებს. 

მეუფე იაკობი გამოირჩევა პოლიტიკური განცხადებებით და ალბათ თავად დროულად უნდა ჩამოყალიბდეს, ის სასაულიერო პირია, თუ პოლიტიკაში აპირებს მოსვლას. რაც შეეხება პოლიტიკოსებს, ვინ დარჩება პოლიტიკაში, ვინ წავა პოლიტიკიდან, ვინ რა ქმედებას განახორციელებს, ამას წყვეტენ თავად პოლიტიკოსები. ასე რომ, ყველას ვურჩევ, სასულიერო პირები ნუ ჩაერევიან პოლიტიკოსების საქმეებში, ისევე, როგორც არ არის პოლიტიკოსების საქმე სასულიერო პირების და ეკლესიის საქმეში ჩარევა, - ამბობს  უდუმაშვილი. 

მეუფე იაკობმა დღეს სკანდალური განცხადება გააკეთა, სადაც ექპსრემიერის, გიორგი გახარიას, მხილება დააანონსა. 
 

მსგავსი სიახლეები