გააგრძელეთ კობახიძის წიგნების კითხვა, აიმაღლებთ კვალიფიკაციას - ოხანაშვილი მინაშვილს
გააგრძელეთ ირაკლი კობახიძის წიგნების კითხვა - ასე მიმართა "ქართული ოცნების"დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა, ,,ენმ"-ს წევრს, აკაკი მინაშვილს.
ოხანაშვილის მტკიცებით, არ განიხილება პარტიების დაფინანსების შეწყვეტა ბოიკოტის გამო.
კარგია, ბატონო აკაკი, გააგრძელეთ ირაკლი კობახიძის წიგნების კითხვა, ეს კარგია. ბატონმა ირაკლიმ როცა გითხრათ, რომ პარლამენტში ყველა შემოხვიდოდით, შეგისრულათ და შემოხვედით, ასე შეისრულეთ მისივე ციტატით თქვენთვის. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პარტიას ბოიკოტის გამო დაფინანსება არ უნდა შეუწყდეს. ზუსტად ამას ვაკეთებთ, დაფინანსება ბოიკოტის გამო არავის შეუწყდება. კობახიძეს ახალი გამოცემებიც აქვს და იქაც იგივეს იმეორებს. გააგრძელეთ ბატონი ირაკლის წიგნების კითხვა, უფრო აიმაღლებთ კვალიფიკაციას კონსტიტუციურ სამართალსა და ადამიანის უფლებებში", - მიმართა ოხანაშვილმა კოლეგას.
ოპოზიცია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს აკრიტიკებს.