ვის სჭირდება ფსიქიატრი - დეპუტატები ირმა ზავრადაშვილის ინიციატივაზე

10.06.21 17:34
ვის სჭირდება ფსიქიატრი - დეპუტატები ირმა ზავრადაშვილის ინიციატივაზე

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირმა ზავრადაშვილის, ინიციატივაზე, რომელიც პარლამენტში ფსიქოლოგის და ფსიქიატრის საჭიროებას გულისხმობს,  დეპუტატებს სხვადასხვაგვარი მოსაზრება გაუჩნდათ. მმართველი გუნდის წევრი, გურამ მაჭარაშვილი, თვლის, რომ ფსიქიატრის საჭიროების მქონე პარტიებს საზოგადოება შემოდგომაზე გამოვლენს. 

ვის სჭირდება  ფსიქიატრი და ფსიქოლოგი, ამას გადაწყვეტს საქართველოს საზოგადოება შემოდგომაზე, - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, ფრიდონ ინჯია, ამბობს, რომ სამედიცინო პუნქტი ყველა დაწესებულებაში უნდა იყოს, თუმცა თავად მას  ფსიქიატრი არ სჭირდება. 

ყველა დაწესებულებაში უნდა იყოს სამედიცინო პუნქტი. ეს სხვა სტანდარტია. მე ჯერ არ მჭირდება, - ამბობს ინჯია. 

,ენმ"-ს წევრი, ლევან ხაბეიშვილი, ირმა ზავრადაშვილს ურჩევს, ფსიქოლოგს თავად მიმართოს.

თუ ქალბატონი ირმა ფიქრობს, რომ ფსიქიატრი სჭირდებათ, ალბათ სჭირდებათ, მასაც, კობახიძესაც და „ქართულ ოცნებაში“ ბევრსაც. თუ მიმართავენ კიდეც, კარგი იქნება, - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.